Haqqımızda Reklam
11 
Apr
2026
16:40
0
0
110

მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში დაპირისპირება მოხდა

მარნეულში მდებარე „ჯეო ჰოსპიტალში“ ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით ინციდენტი პაციენტის ვიზიტთან დაკავშირებით კამათის დროს მოხდა. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე ვიზიტორმა საავადმყოფოში შესვლა სცადა, თუმცა დაცვის თანამშრომელმა განაცხადა, რომ წესების თანახმად, შიგნით მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანის შეშვებაა შესაძლებელი. ამ დროს მხარეებს შორის ურთიერთ შელაპარაკება დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც დაცვის თანამშრომელს რკინის საგნით დაარტყეს. მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და იგი გადაყვანილიქნა თბილისში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 117 მუხლით დაიწყო.

www.24news.ge

სხვა სიახლეები