Haqqımızda Reklam
20 
May
2026
13:00
0
0
105

ტრამპი ირანში სამხედრო ოპერაციის განახლების შესაძლო ვარიანტების განსახილველად 19 მაისს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი 19 მაისს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს, – ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს. შეხვედრაზე ტრამპი გუნდის წევრებთან ირანში სამხედრო ოპერაციის განახლების შესაძლო ვარიანტების განხილვას აპირებს. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, პრეზიდენტს ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს, თუმცა ირანის მხრიდან მისი მოთხოვნების უარყოფამ სამხედრო ვარიანტი კვლავ მაგიდაზე დააბრუნა. ირანში კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს აშშ კონკრეტულ დათმობაზე არ წასულა. „ვაშინგტონი დიპლომატიის მეშვეობით ცდილობს, მიაღწიოს იმ დათმობებს, რომლებიც ომის გზით ვერ მოიპოვა და ამის სანაცვლოდ ირანს არაფერს სთავაზობს“, – აღნიშნავენ ირანულ მედიაში.

www.24news.ge

სხვა სიახლეები