Haqqımızda Reklam
14 
Nybr
2019
16:58
0
0
271

კახა კალაძე - შუა თითი აქციის მონაწილეებს არ ვაჩვენე (ვიდეო)

თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, შუა თითი აქციის მონაწილეებისთვის არ უჩვენებია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს მის მიერ გამოყენებულ უხერხულ ჟესტზე კომენტირებისას განუცხადა, არავის საქმე და გასარჩევი არაა, მეგობრებთან როგორი ურთიერთობა აქვს. „რომ ყოფილიყო ვიტყოდი, არ მომერიდებოდა. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მზადდება „ფეიკ ნიუსები“. მე ვისაც ვუჩვენებ შუა თითს, იმან ძალიან კარგად იცის. ის ადამიანები აქ იმყოფებიან ახლა. თქვენ შეგეძლოთ დაგესვათ ეს კითხვა, ვის მიმართ იყო ეს ჟესტი გამოყენებული. არასდროს გამოვირჩევი ხოლმე თავშეკავებით, როცა მაქვს ხოლმე სათქმელი ყოველთვის ვამბობ და არ ვერიდები, რაც არ უნდა მძიმე იყოს. ეს ნამდვილად არ ყოფილა აქციის მონაწილეების მისამართით. მე ჩემს მეგობართან როგორი ურთიერთობა მაქვს, რა თქვენი საქმეა და რა თქვენი გასარჩევია?“ - განაცხადა კალაძემ. წყარო: "ინტერპრესნიუსი"

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები