Haqqımızda Reklam
21 
Nybr
2019
18:36
2
0
534

დღეს მარნეულში სამოყვარულო ველო-მარათონი გაიმართა

დღეს მარნეულში ადგილობრივ ახალგაზრდების, მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილის, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები – თამაზ ნავერიანისა და რუსლან გაჯიევის, ასევე მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით სამოყვარულო ველო–მარათონი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აღმამედლო– კასუმლო– ულაშლოს დამაკავშირებელ 4 კილომეტრიან, ახლადრეაბილიტირებულ საავტომობილო გზაზე, სამოყვარულო ველო–მარათონი გაიმართა, სლოგანით „ახალი გზა - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“. აქტივობის ბოლოს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან, მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამეს. აღსანიშნავია, რომ 4 კილომეტრიანი გზა, სამ სოფელს აღმამედლოს, კასუმლოსა და ულაშლოს აკავშირებს, რომლის კეთილმოწყობისთვის, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 1 397 539 ლარი დაიხარჯა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები