Haqqımızda Reklam
14 
Dek
2019
09:48
1
0
306

ნიკა შენგელია - ლარი 2,70-თან მიახლოებულ კურსამდე გამყარდება

"საბროკერო და აქტივების მართვის კომპანია „ველსის“ ანალიტიკოსის ნიკა შენგელიას თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ლარი 2,70-თან მიახლოებულ კურსამდე გამყარდება და იანვრის 15-20 რიცხვიდან კვლავ გაუფასურებას დაიწყებს". ამის შესახებ ნიკა შენგელიამ განაცხადა. ანალიტიკოსის შეფასებით, ლარის მიმდინარე გამყარება უკავშირდება ფორვარდულ გარიგებებს. "საახალწლო პერიოდია და ემიგრანტებისგან დოლარის შემოდინება გაზრდილია ქვეყანაში. ამასთან, იანვრიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომ 200 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა. ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და კერძო კომერციულ ბანკებს, რომლებსაც დოლარის რესურსი ჰქონდათ საზღვარგარეთიდან მოზიდული, იძულებული იყვნენ დაეხურდავებინათ და ლარში გაეცათ სესხებად" - განაცხადა შენგელიამ.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები