Haqqımızda Reklam
14 
Dek
2019
09:57
1
0
108

აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს. რეზოლუციაში წერია, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში 1,5 მილიონი სომეხის მკვლელობა გენოციდია. ფაქტს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. მან აშშ-ის სენატს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მე-20 საუკუნის პირველი გენოციდის 1.5 მილიონი მსხვერპლისთვის ეს პატივის მიგებაა და ასევე პრევენციისკენ გადადგმული თამამი ნაბიჯია „#აღარასოდეს!“- წერს ფაშინიანი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი სენატის აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმო და „პოლიტიკური შოუ“ უწოდა. კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა იბრაჰიმ კალინმაც და განაცხადა, რომ ანკარა ამ ნაბიჯს „მკაცრად გმობს". წყარო: "ინტერპრესნიუსი"

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები