Haqqımızda Reklam
14 
Dek
2019
11:34
0
0
280

ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის სავიაციო ბაზა დაათვალიერა (ფოტო)

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა. მან ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები, საფრენი აპარატები დაათვალიერა და ტექნიკის მდგომარეობას პირადად გაეცნო. მინისტრმა ახალი სპორტდარბაზის მშენებლობაც დაათვალიერა, სადაც სპორტული ინვენტარით აღჭურვა და კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. უწყების ცნობით, 2020 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელთან შედარებით 4 -ჯერ მეტი, 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას, ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია კი, თვისობრივად გააუმჯობესებს სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობებს.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები