Haqqımızda Reklam
14 
Dek
2019
13:09
0
0
262

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება. პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს არის საზეიმო ღონისძიება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები