Haqqımızda Reklam
26 
Fev
2020
10:58
2
0
125

26-27 თებერვალს საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად გაიზრდება

26-27 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 27თებერვალს დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. „28-29 თებერვალს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +17 გრადუსია მოსალოდნელი“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები