Haqqımızda Reklam
30 
Mar
2020
11:49
0
0
86

ლანჩხუთში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. „ადგილზე მისულებს დაგვხვდა ერთი დაზარალებული და სამწუხაროდ, ერთი გარდაცვლილი. დაზარალებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და ამიტომ მან უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე,“- განაცხადა სასწრაფო-დახმარების მორიგე ექიმმა, ქრისტინე დანელიამ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები