Haqqımızda Reklam
30 
Mar
2020
12:01
0
0
131

მედიის ინფორმაციით, სირიის ციხიდან ამბოხების დროს, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები გაიქცნენ

სირიის აღმოსავლეთ პროვინცია ჰასაკეჰის ციხეში ამბოხება მოხდა, რომლის შედეგადაც რამდენიმე, სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი საპყრობილედან გაიქცა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. სირიის დემოკრატიული ძალების პრესსპიკერის, მუსტაფა ბალის თქმით, ციხეებში ბუნტი ხშირად ხდება, თუმცა ამხელა მასშტაბის პირველად იყო. „უსაფრთხოების ძალები უმაღლესი განგაშის პირობებში მუშაობენ. საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავები პერიმეტრს აკონტროლებენ“,-აღნიშნა ბალიმ. ცნობისთვის, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ქურთული ძალების მეთვალყურეობის ქვეშ 24 დაკავების ბანაკია, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 10 000 მეომარი იმყოფება.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები