Haqqımızda Reklam
30 
Mar
2020
12:31
0
0
465

შაქრო კალაშოვის ცოლ-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს – Covid19

გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ შაქრო კალაშოვის ცოლ-შვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. REN TV-ის ცნობით, კალაშოვის მეუღლე მარინა გოლდბერგი და მათ 15 წლის ვაჟი დანიელი კომუნარკას საავადმყოფოში გადაიყვანეს, მანამდე კი ოჯახი მოსკოვის მახლობლად კალაშოვის ფეშენებელურ სასახლეში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი მოსკოვში, ერთ-ერთ დახურულ თავყრილობაზე დაინფიცირდნენ. თავად კალაშოვი ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 9-წლიან სასჯელს იხდის.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები