Haqqımızda Reklam
30 
Mar
2020
12:42
0
0
142

თურქ მეკარეს კორონავირუსი დაუდგინდა – მისი მდგომარეობა მძიმეა

თურქეთის ნაკრების ყოფილ მეკარეს – რუშტუ რექბერს, 46 წლის ასაკში კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მისი ცოლი სოციალურ ქსელში წერს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ის თურქეთში დაინფიცირდა. „ჩემი მეუღლე საავადმყოფოში მოათავსეს, მას სამწუხაროდ კორონავირუსი დაუდგინდა. ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ სიმპტომები მომენტალურად განვითარდა, ჩვენ ჯერ კიდევ შოკში ვართ. ეს კრიტიკული და რთული დროებაა. ჩემი ერთადერთი თხოვნა იქნება ხალხისადმი ჰქონდეთ დისტანცია და ურთიერთპატივისცემა. ჩემი და ჩემი შვილების პასუხი უარყოფითია. ის საავადმყოფოშია და მისი ნახვის უფლებას არ გვაძლევენ“ – წერს რუშტუს მეუღლე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 7,402 შემთხვევაა დაფიქსირებული.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები