Haqqımızda Reklam
30 
Mar
2020
12:49
0
0
164

აჭარაში საკარანტინო სივრცე 300-მდე პირმა დატოვა

აჭარაში საკარანტინო სივრცე 300-მდე პირმა დატოვა,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, მოგზაურობიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს შესაბამის სამედიცინო პროცედურები უკვე ჩაუტარდათ, ასევე პროტოკოლით გათვალისწინებული პერიოდიც ამოეწურათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული მოქალაქეები სრულიად ჯანმრთელები არიან. აჭარაში 12 საკარანტინო სივრცეა გახსნილი, სადაც 2000-მდე პირია მოთავსებული. თვითიზოლაციაში კი 200-მდე პირი რჩება. კორონავირუსისთ კი 7 ადამიანია ინფიცირებული .

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები