Haqqımızda Reklam
30 
Mar
2020
13:27
1
0
170

„საქართველოს რკინიგზამ“ 12 600 თანამშრომლიდან 4 100 პირი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა, 8 500 კი მუშაობას ადგილზე აგრძელებს

„საქართველოს რკინიგზამ“ 4 100 თანამშრომელი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „საქართველოს რკინიგზიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, თითოეულ თანამშრომელს მიმდინარე ეტაპზე საკუთარი სახელფასო სარგო უნარჩუნდება. „კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სს “საქართველოს რკინიგზის“ მიერ განხორცილებულია და ამ ეტაპზეც მიმდინარე კონკრეტული ღონისძიებები. 2020 წლის 13 მარტს გამოიცა # 16/9 დადგენილება სს“საქართველოს რკინიგზაში“ სამუშაო რეჟიმის/განრიგის დროებით ცვლილების თაობაზე. გაიცა დავალებები სტრუქტურული ხელმძღვანელებისთვის, რაც მოიცავდა დისტანციური მართვის რეჟიმის/განრიგის შემუშავებას და დაცვას. ვადები განისაზღვრა შემდგომი დადგენილების შემუშავებამდე (არ არის დასახელებული კონკრეტული ვადა, იგულისხმება ვითარება და საჭიროებები). სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მიეცათ რეკომენდაცია, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე მოწყვლადი ჯგუფების გადაყვანის თაობაზე, კერძოდ: მწვავე ქრონიკული დაავადებების მქონე, საპენსიო ასაკის და ორსული თანამშრომლები. აქვე აღვნიშნავთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მიუხადავად შემუშავებული სამუშაო რეჟიმისა, ხალხს მოიეთხოვათ სამუშაო ადგილებზე დაბრუნება. ასევე შემუშავდა სია, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ იმ თანამშრომელთა ადგილებზე მუშაობას, რომელთა გარეშეც საფრთხე შეექმნება კომპანიის და შესაბამისად სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებელ ფუნქციონირებას ( აღნიშნული სია მოიცავს 8500 ადამიანს, ნაცვლად დღეის მდგომარეობით კომპანიაში დასაქმებული 12 600 თანამშრომლისა)“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების შეჩერებისა, თანამშრომელთა სამუშაო ადგილებზე ტრანსპორტირებისათვის დაინიშნა სამომსახურეო სამატარებლო რეისები. „თანამშრომლებს დაევალათ მკაცრად დაიცვან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები“, - აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში. რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულ პენსიონერ თანამშრომლებს, უწყების ინფორმაციით, სს“საქართველოს რკინიგზაზე“, საპენსიო ასაკის მქონე თანამშრომელთა რაოდენობა 2020 წლის მარტის მდგომარეობით არის 1190 კაცი და 568 ქალი, რაც წარმოადგენს თანამშრომელთა სრული რაოდენობის 14,4%-ია.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები