Haqqımızda Reklam
30 
Mar
2020
13:47
1
0
196

კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე დღეიდან მოსახლეობას თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გააფრთხილებენ

კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე დღეიდან მოსახლეობას თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გააფრთხილებენ. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები ქალაქში ავტომანქანებით მოძრაობენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში. „ძვირფასო მოქალაქეებო კორონავირუსის გავრვცელების თავიდან აცილების მიზნით დაიცავით სოციალური დისტანცია და ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით! გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქუჩაში გამოსვლისგან და მხოლოდ აუცილებლი საჭიროების შემთხვევაში გამოდით გარეთ. მოგიწოდებთ, დარჩით სახლში! - ასე მიმართავენ მოქალაქეებს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები“, - ნათქვამია დედაქალაქლის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები