Haqqımızda Reklam
30 
Mar
2020
14:00
1
0
78

საქართველოს 54 მოქალაქე, რომლებიც გუშინ სტამბოლში დააბრუნეს, სამშობლოში ორი ავტობუსით დაბრუნდებიან

საქართველოს 54 მოქალაქე, რომლებსაც გუშინ საქართველოსკენ გადაადგილების უფლება არ მისცეს და უკან, სტამბოლში დააბრუნეს, საქართველოში ორი ავტობუსით დაბრუნდებიან. ისინი ორ ნაწილად გაყვეს და თითო ავტობუსში 28 ადამიანზე მეტს არ უშვებენ. მგზავრების ინფორმაციით, ამ წუთებში სტამბოლის აქსარაის ავტოსადგურში სამედიცინო პერსონალსაც ელოდებიან, რომ ისინი ადგილზევე შეამოწმონ. მგზავრებისთვის ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ საათზე შეძლებენ ისინი საქართველოში გამომგზავრებას. შეგახსენებთ, რომ სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც ქვეყნის 54 მოქალაქე იმყოფება, გუშინ, თურქი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, უკან დააბრუნეს. მათ ღამე ავტობუსში გაათენეს. მგზავრობის შეზღუდვის მიზეზი დოკუმენტის არქონა გახდა, რის გამოც, ავტობუსს პოლიციამ გადაადგილების უფლება არ მისცა. თურქი სამართალდამცავების თქმით, გადაადგილების ნებართვის დოკუმენტი მძღოლებს სტამბოლში უნდა აეღოთ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ტურისტულ კომპანიას პრობლემა თურქეთში დაწესებული შიდა გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე შეექმნა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები