Haqqımızda Reklam
02 
Apr
2019
00:12
0
2
1840

სერგეი ლავროვი - რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე პოზიციების გაძლიერებაში

რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე პოზიციების გაძლიერებაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, დაურ კოვესთან შეხვედრაზე განაცხადა. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „რუსეთსა და აფხაზეთს ორმხრივი ურთიერთობებისთვის მდგრადი საფუძველი აქვთ“. მან ასევე აღნიშნა საგარეო პოლიტიკის კუთხით კოიორდინირების მექანიზმების ეფექტურობა. „ჩვენ განვაგრძობთ აფხაზეთისთვის დახმარების გაწევას მისი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერების კუთით. ასევე დიდ შეფასებას ვაძლევთ რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით შესრულებულ ამოცანებს, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ურთიერთქმედებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები