Haqqımızda Reklam
11 
Iyl
2020
14:41
0
0
121

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ვერიკო იმერლიშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის მიერ, სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს, დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი“, - განაცხადეს უწყებაში.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები