Haqqımızda Reklam
11 
Iyl
2020
19:14
0
0
542

ირანში მასობრივი შეკრებები, მათ შორის ქორწილები და პანაშვიდები აიკრძალა

ირანში მასობრივი შეკრებების გამართვა, მათ შორის ქორწილებისა და პანაშვიდები გადახდა, აიკრძალა. ამის შესახებ გადაწვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა. „ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ავკრძალოთ ცერემონიები და შეკრებები, იქნება ეს ქორწილები, პანაშვიდები, თუ წვეულებები. ახლა ფესტივალებისა და სემინარების დრო არ არის“, – განაცხადა რუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას. ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 188 პაციენტი გარდაიცვალა და საერთო ჯამში მსხვერპლის რიცხვი 12 635-მდე გაიზარდა. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულებს, მათმა რაოდენობამ 255 000-ს გადააჭარბა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები