Haqqımızda Reklam
13 
May
2019
18:57
0
0
289

მამუკა მდინარაძე - საერთაშორისო დონის თაღლითობაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს ფულს სთხოვს, თავად კი ძვირადღირებულ ვილებს ყიდულობს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, „საერთაშორისო დონის თაღლითობა და იშვიათი თავხედობაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ქართველ ემიგრანტებს ხვდება და მათ ფულს სთხოვს, თავად კი ფლორიდაში ძვირადღირებულ ვილებს ყიდულობს, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებებით ნაშოვნი თანხით“. „აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც მძიმე შრომით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახებს საქართველოში, მათ სთხოვს სააკაშვილი ფულს პოლიტიკური საქმიანობისთვის. ის სკანდალშია გახვეული და ხელისუფლების მიმართ გამოთქმული აბსუდული ბრალდებებით ცდილობს ამ სკანდალის გადაფარვას“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე. ის დარწმუნებულია, რომ „ამ თავხედობას ამომრჩეველი კიდევ ერთხელ უპასუხებს 19 მაისს და მხარს არ დაუჭერს პოლიტიკურად გაკოტრებულ ძალას, რომელიც ქვეყანას წარსულში დააბრუნებს“. İpn.ge

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები