Haqqımızda Reklam
14 
Fev
2024
12:26
0
0
186

სოფელ ბაბაქიშლარში დიდი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ ცოლ-ქმარი მოკლა - მოსახლეობა აპროტესტებს...

9 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბაკიშლარში დიდი სიჩქარით მოძრავი „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანა „ვაზ 21-07“-ს დაეჯახა, რომელსაც სოფელში მცხოვრები 65 წლის მატლაბ ნოვრუზოვი მართავდა. 24News.ge იტყობინება, რომ მომხდარის შედეგად „ვაზ 21-07“ მარკის ავტომანქანის მძღოლი მატლაბ ნოვრუზოვი და მისი მეუღლე თამილა ნოვრუზოვა დაიღუპა. სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბაბაქიშლერის ცენტრალურ გზაზე დარვაზისა და კიდევ რამდენიმე სოფლის მანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობენ და ამისთვის შესაბამისი უწყებებისგან სოფლის ცენტრალურ გზაზე რამდენიმე ადგილას ტრამპლინების დამონტაჟებას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელ ბაბაქიშლარში სხვა პრობლემებიც არსებობს. მათგან ყველაზე მთავარი ის არის, რომ სოფლის სკოლა ავარიულა და შიდა გზები ცუდ მდგომარეობაშია.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები