Haqqımızda Reklam
15 
Iyn
2025
09:59
0
0
106

დონალდ ტუსკი - ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებამ, შესაძლოა, მსოფლიოს დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლობალურ კონფლიქტთან ასე ახლოს არ ვყოფილვართ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქით, ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებამ, შესაძლოა, მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. „ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება რეგიონში რეგულარული ომისკენ მიექანება, რამაც შესაძლოა, მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ ასე ახლოს არ ვყოფილვართ გლობალურ კონფლიქტთან. ევროპამ და აშშ-მა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა შემდგომი ესკალაციის შესაჩერებლად. ჯერ კიდევ არ არის გვიან“, – წერს დონალდ ტუსკი.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები