Haqqımızda Reklam
16 
Iyn
2025
10:52
0
0
101

გლობალურ ბაზრებზე ნავთობი ძვირდება

გლობალურ ბაზარს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლად 72.98 დოლარი განისაზღვრა, რაც 7.26%-იან ზრდაზე მიანიშნებს. Brent-ის ტიპის ნავთობის შემთხვევაში კი ზრდამ 7.02% შეადგინა და ბარელზე 74.23 დოლარს გაუტოლდა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვია ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავებას. Trading Economics-ს წერს, რომ მიმდინარე დაპირისპირებამ კონფლიქტის გამწვავების შესახებ ინვესტორების მოლოდინები გააღვივა, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როცა „ირანი სტრატეგიულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს, რომელიც გლობალური ნავთობის გადაზიდვების კრიტიკულ წერტილს წარმოადგენს“. გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ცვლილებები საქართველოზე ჯერჯერობით არ ასახულა. ბოლო დღეების განმავლობაში საწვავის ფასი საქართველოში უცვლელი დარჩა. კერძოდ, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს საწვავი ამ ეტაპზე სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე: Socar: ნანო სუპერი - 3.40 ლარი; ნანო პრემიუმი - 2.95 ლარი; ნანო ევრო რეგულარი - 2.75 ლარი; ევრო 5 დიზელი - 2.77 ლარი; ნანო ევრო 5 დიზელი - 2.89 ლარი. Gulf: G-Force სუპერი - 3.37 ლარი; G-Force პრემიუმი - 2.97 ლარი; G-Force ევრო რეგულარი - 2.87 ლარი; ევრო რეგულარი - 2.77 ლარი; G-Force ევრო დიზელი - 2.93 ლარი. Rompetrol: Efix სუპერი - 3.45 ლარი; Efix ევრო პრემიუმი - 3.03 ლარი; ევრო რეგულარი - 2.77 ლარი; Efix ევრო დიზელი - 2.96 ლარი; ევრო დიზელი - 2.86 ლარი. Wissol: ეკო სუპერი - 3.39 ლარი; ეკო პრემიუმი - 2.97 ლარი; ევრო რეგულარი - 2.79 ლარი; ევრო დიზელი - 2.83 ლარი; ეკო დიზელი - 2.91 ლარი; დიზელ ენერჯი - 2.78 ლარი. Portal: პრემიუმი - 2.69 ლარი; ევრო რეგულარი - 2.49 ლარი; ევრო დიზელი - 2.69 ლარი.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები