Haqqımızda Reklam
14 
Sen
2026
14:30
1
0
167

ბოლო წუთი! პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი დაასახელა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილს კანდიდატურა წარადგინა. 24News.ge იტყობინება, რომ ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აღინიშნა, რომ თამაზ ბორაშვილი აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ დღეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ის, პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ, საქმიანობას სხვა სახელმწიფო უწყებაში გააგრძელებს. ცნობისთვის გაცნობებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი 6 წლის ვადით პარლამენტის მიერ ირჩევა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები