ჩვენს შესახებ რეკლამა
14 
Sen
2026
15:58
1
0
185

დღეს გადამდგარი გელა გელაძის ახალი თანამდებობა გახდა ცნობილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი ხელმძღვანელი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნება. 24News.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ განაცხადა, რომ გელაძემ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და დანაშაულთან, მათ შორის ორგანიზებულ ნარკოტიკულ და კორუფციულ დანაშაულებთან ბრძოლაში. „გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ის თავისი ცოდნითა და გამოცდილებით მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს“, – განაცხადა კობახიძემ. აღსანიშნავია, რომ გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადასვლამდე, 2025 წლის მაისიდან 2026 წლის აპრილამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები