Haqqımızda Reklam
24 
Sen
2026
11:40
1
0
103

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. 24News.ge იუწყება, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის გრძელვადიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. მხარეებმა აღნიშნეს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოში დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით გაწეული მხარდაჭერა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს პრინციპებისადმი ერთგულება და განაცხადა, რომ საქართველო მომავალშიც ხელს შეუწყობს დიალოგისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციული დიალოგისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებას. მან აღნიშნა, რომ მთავრობა მომავალშიც მზად არის, გააგრძელოს ორგანიზაციასთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.

www.24news.ge

სხვა სიახლეები