Haqqımızda Reklam
25 
Nybr
2026
10:45
2
0
56

საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მიერ პარლამენტის სხდომაზე წარდგენილი ცვლილებები 77 ხმით მომხრე, 1 ხმით კი წინააღმდეგ იქნა მიღებული. 24News.ge-ის ინფორმაციით, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 6,8%-ს, ნომინალური მშპ 120 მილიარდ 306 მილიონ ლარს, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია 5,2%-ს შეადგენს. ამასთან, პროგნოზის თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 1,2%-ს, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 30%-ს გაუტოლდება. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 810 მილიონი ლარით გაიზარდა და 27 მილიარდ 850 მილიონი ლარი შეადგინა. მინისტრის განცხადებით, ზრდა საგადასახადო შემოსავლების ყველა ძირითად კატეგორიაში ფიქსირდება. მათ შორის, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) პროგნოზი 320 მილიონი ლარით გაიზარდა. შედეგად, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები დამატებით 64 მილიონ ლარს მიიღებენ. გრანტებისა და სხვა შემოსავლების პროგნოზი 326 მილიონი ლარით გაიზარდა და 3 მილიარდ 8 მილიონი ლარი შეადგინა. პრივატიზაციის მაჩვენებელიც 130 მილიონი ლარით გაიზარდა და 480 მილიონი ლარით განისაზღვრა. ახალი ვალის აღების შემცირების შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობების მოცულობა 35 მილიარდ 991 მილიონ ლარს შეადგენს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები