ჩვენს შესახებ რეკლამა
25 
Nybr
2026
11:55
1
0
43

აფეთქების დროს ნანგრევებიდან გამოყვანილი 3 წლის ბავშვი საავადმყოფოდან სახლში გაწერეს

თბილისში, ფონიჭალის რაიონში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული და ნანგრევებიდან გამოყვანილი 3 წლის ბავშვი საავადმყოფოდან სახლში გაწერეს. 24News.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს. მათი ცნობით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ის კლინიკიდან გუშინ გაწერეს. შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები