Haqqımızda Reklam
25 
Apr
2025
19:52
3
1
485

A scientific look at female images in Ashiq Alasgar's work...

1.სოფელში მისთვის ერთ-ერთ კულტურული შოკი ის იქნებოდა, რომ საზოგადო თავშეყრის ადგილებს (ჩაის სახლი, კაფე) მარტო კაცები ხმარობენ და იქ ქალები არ დადიან. მას ვეტყოდი, რომ ეს არის ადგილობრივების „დაუწერელი კანონი“ და ჩაის სახლში ქალის სიარული სოფლებში არ არის მისაღები. მას ვეტყოდი, რომ (იმ შემთხვეაში, თუ ქალია) ჩაის სახლში მისვლას მას არავინ აუკრძალავს, თუმცა უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა სხვები გაოცებული თვალებით უყურონ მას და ამის გამო შეწუხდეს. მას ვურჩევდი, რომ დამეგობრდეს ქალებთან/ახალგაზრდა გოგონებთან (იმ შემთხვევაში თუ ქალია), შეიკრიბონ და დაგეგმონ რამე აქტივობაა, ჩაის სუფრო და გაატარონ დრო. კულტურული შოკის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მოვიყვანო, რამადანის თვე - ერთთვიანი მარხვის პერიოდი, როდესაც მორწმუნე მუსლიმები მზის ამოსვლიდან და ჩასვლამდე მარხულობენ და არ ჭამენ არაფერს. მას ავუხსნიდი, რომ ეს არის ერთ-ერთი აუციელებელი რელიგიური რიტუალი და ჯობია მარხვის დროს მაქსიმალურად გაითვალისწინოს და არ შემოსთავაზოს საჭმელი ან სასმელი მათ, ვინც ლოცულობენ და თანადგომის მიზნით მაქსიმალურად შეეცადოს, რომ მათი თვალწინ არ მიიღოს კვება. 2. აფრიკელი მოსწავლისთვის ჩვენი რეგიონის სკოლებში ერთ-ერთი კულტურული შოკი იქნებოდა ღუმელი. მას ვეტყოდი, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საკამოდ განსხვავებულია აფრიკის კონტინენტთან შედარებით და აქ წელიწადის ოთხივე დროს განსხვავებული მახასიათებლები გააჩნიათ - ნოემბრიდან მარტის ჩათვლით საკლასო ოთახს სჭირდება გათბობა. აფრიკელი მოსწავლისთვის კიდევ ერთი კულტურული შოკი იქნებოდა ჩაცმულობა. იქედან გამოდმინარე, რომ არის აფრიკის რომელიმე ცხელი ქვეყნიდანაა, ბუნებრივია, რომ მას ექნება განსხვავებული ჩაცმულობა, რომელიც წელიწადის დროების მიუხედავად, დიდად არ გასნხვავდება, თუმცა საქართველოში წელიწადის დროების მიხედვით ადამიანებს აქვთ განსხვავებული ჩაცმულობა. მას უნდა გავაფრთხილოთ, რომ ზამთრისთვის წინასწარ უნდა მოემზადოს და იყიდოს თბილი ტანსაცმელები))) 3. საქართველო არის პატარა, ამავდროულად მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანა. აქ მცხოვრებ ეთნოსებს გააჩნიათ ერთმანეთისგან გასნხვავებული ტრადიციები. აზერბაიჯანულ და ქართულ თემებს შორის განსხვავებები გვხვდება ახალი წლის აღქმასთან დაკავშირებით. ბევრი ადამიანი, მათ შორის ეთნიკრუი ქართველები მიიჩნევენ, რომ ახალი წელი კალნედარის მიხედვით იწყება 1 იანვრიდან. მართალია, კალენდარით აზერბაიჯანული თემიც მიიჩნევს, რომ 1 იანვარი ახალი წელია, თუმცა აღქმით აზერბაიჯანული მოსახლეობა თვლის, რომ ახალი წელი გაზაფხულის ბუნიაობით, დღისა და ღამის გათანაბრებით, 21 მარტს იწყება. აზერბაიჯანული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით რელიგიური დღესასწაულების დროს ალკოჰოლის მიღება მკაცრად დაუშვებელია. ამ წესს იცავენ ისინიც კი, ვინც არ არიან მორწმუნეები და რელიგიური დღესასწაულების დროს არ სვამენ ალჰოლოს. აზერბაიჯნაული თემისგან განსხვავებით, ეთნიკურად ქართველები განსაუთრებით რელიგიური დღესასწაულების დროს სვამენ ალკოჰოლს, რაც არ არის მიღებული აზერბაიჯანული თემისთვის (იგულისხმება რელიგიურ დღესასწაულებში ალკოჰოლის მიღება). 4. აზერბაიჯანული მუსიკა, ეთნიკურად აზერბაიჯანელებისთვის ერთ-ერთ კულტურულ მახასიათებელს წარმოადგენს, თავისი უნიკალურობით გამოირჩევა. მუღამი არის აზერბაიჯანული ფოლკლორის ტრადიციული ჟანრი. ის სრულდება ინსტრუმენტული თანხლებით. მუღამი 2003 წლიდან იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. მას შეიძლებლა დავარქვათ, აზერბაიჯანული ფოლკლორის სიმბოლო და დამახასიათებელია კონკრეტული ეთნიკური ჯგუფისთვის. ნოვრუზი არის უძველესი დღესასწაული და აღინიშნება თურქულ და სპარსულენოვანი ხალხების მიერ. შეიძლება ითქვას, რომ ნოვრუზი ყველაზე დიდი სიხარულით სწორედ ეთნიკური აზერბაიჯანელების მიერ აღინიშნება. დღესასწაული აზერბაიჯანულ კულტურაში ის დამკვიდრა, რომ ჩამოყალიბდა უამრავი ტრადიცია ნოვრუზთან დაკავშირებით, რომელიც არ არის საერთო და დამახასიათებელია აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის. მაგალთად, დღესასწაულზე აშუღები და ხანენდები (მომღერლები) ასრულებენ სიმღერებს, იმართება ხალხური თამაშები, მიმდინარეობს სპექტაკლების ჩვენება პერსონაჟების - „ქოსა“ და „ქეჩალის“ მონაწილეობით. გავრცელებულია ასევე ცხენით ჯირითობა. ნოვრუზი სავსეა სიმბოლოებით. მაგალითად, ფახლავის ფენები, რომელთა რიცხვი შეიძლება იყოს 9 ან 12 არის დედამიწის ფენების სიმბოლო, შაქარბურა მთვარის სიმბოლოა, ხოლო გოღალი მზის. ეს ყველაფერი უნიკალურ კულტურას ქმნის და დამახასიათებელი კონკრეტული ჯგუფისთვის.

www.24news.ge