Haqqımızda Reklam
21 
Okt
2026
11:25
1
0
79

ბათუმში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ აქცია იმართება

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეკრებას იწყებენ. 24News.ge-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების განცხადებით, მმართველი გუნდის მცდელობა, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, ქვეყანაში კონსტიტუციური თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. მათი მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, შეზღუდოს პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობები და განიმტკიცოს პირადი ძალაუფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები არიან მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ 21 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას, აკრძალვასა და მათი რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს. საქმის განხილვის სასამართლო სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

www.24news.ge

სხვა სიახლეები