Haqqımızda Reklam
26 
Iyn
2026
20:54
0
0
47

პარლამენტში ხელჩართული ჩხუბი იყო

უკიდურესად დაძაბული ვითარება იყო პარლამენტში - "პირველების" კორესპოდენტი საკანონმდებლო ორგანოდან გვატყობინებს, რომ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წევრები და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები. სიტყვიერი დაპირისპირება „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლასას დაიწყო და მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი შარაშიძემ სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძეს ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი გაახსენა, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე კუთხეში იდგა, რაც გახარიას თანაგუნდელის თქმით, მოქმედი პრემიერის რეალურ როლზე მიუთითებდა. ამის შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატები ჯერ ხმამაღალ შეძახილებს იწყებენ და შემდეგ დარბაზში ხელჩართული ჩხუბი იწყება. კადრებში, რომელსაც "პირველების" რედაქცია იღებს, ჩანს დეპუტატი არჩილ გორდულაძე, ეპიცენტრში დგას და ხელს ურტყამს გიგა ფარულავას "ქართული ოცნების" წევრი, ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე. ხელჩართული ჩხუბში მონაწილეობდა ლევან მაჭავარიანიც. კადრებში ჩანს ირაკლი კირცხალიაც. კადრების დამუშავების შემდეგ, პარლამენტიდან მიღებულ მასალაში ვასილ ჩიგოგიძის იდენთიფიცირებაც მოხერხდა. დაპირისპირებას სამთავრობო ტრიბუნიდან თვალს ადევნებდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

www.24news.ge

სხვა სიახლეები