Haqqımızda Reklam
27 
Iyn
2026
10:02
0
0
81

აშშ-მა ირანზე კვლავ განახორციელა იერიში, ირანმა კი აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებს დაარტყეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, ამერიკელმა სამხედრო ძალებმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემზე თავდასხმის შემდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს. „აშშ-ის თვითმფრინავებმა ირანის რაკეტებისა და დრონების შესანახ ობიექტებსა და სანაპირო რადარების პოზიციებზე დარტყმები განახორციელეს, მას შემდეგ, რაც 25 ივნისს ირანმა დრონის გამოყენებით გემ Ever Lovely-ს დაარტყა. ირანის თავდასხმის დროს სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ომანის სანაპიროს გასწვრივ ჰორმუზის სრუტიდან გამოდიოდა“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ასევე, ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირანის შეიარაღებული ძალების მიერ კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებული გაუმართლებელი აგრესია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს“. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებზე იერიშების შემდეგ, რეგიონში ამერიკელი სამხედროების პოზიციებს დაარტყეს.„თუ აგრესია განმეორდება, ჩვენი პასუხი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება“, - აცხადებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი. ასევე, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ირანს ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილებაზე კონტროლის უფლება აქვს. „თუმცა, აშშ-მა სხვადასხვა ფრონტის პროვოცირებით ამ ვალდებულების დარღვევა სცადა, რასაც საჭირო პასუხი გაეცა და მომავალშიც გაეცემა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

www.24news.ge

სხვა სიახლეები