Haqqımızda Reklam
21 
Sen
2026
17:10
1
0
76

თბილისის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. 24News.ge იუწყება, რომ სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები