Haqqımızda Reklam
22 
Sen
2026
12:00
1
0
92

ნაქირავებ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. 24News.ge იუწყება, რომ დაღუპულთაგან ერთი საფრანგეთის, ხოლო მეორე რუსეთის მოქალაქეა. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. არსებული ინფორმაციით, მათ სხეულებზე რაიმე სახის დაზიანების კვალი არ აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები მომხდარის ყველა დეტალის დასადგენად.

www.24news.ge

სხვა სიახლეები