Haqqımızda Reklam
07 
Okt
2026
12:55
1
0
174

მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც შეასრულებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამავდროულად ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც შეასრულებს. 24News.ge იუწყება, რომ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვრივიშვილისთვის ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკისრება ხელს შეუწყობს მის მომავალ საქმიანობას და ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას: „მარიამ ქვრივიშვილს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება დაეკისრება. ეს მას მომავალში საქმიანობის კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელებასა და ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

www.24news.ge

სხვა სიახლეები