Haqqımızda Reklam
07 
Okt
2026
13:36
1
0
193

იანვრის თვიდან ხელფასები 8,4%-ით იზრდება – ყველაზე მეტად პრეზიდენტის, მინისტრებისა და დეპუტატების ხელფასი გაიზრდება

საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელფასო ფონდი 395 მილიონი ლარით გაიზრდება. 24News.ge იუწყება, რომ პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის თანახმად, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში ხელფასების ზრდის გათვალისწინებით, 2027 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო 8,4%-ით გაიზრდება და 1 735 ლარს შეადგენს. შედარებისთვის, 2026 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარს შეადგენს. ამის შედეგად, საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგოებიც 8,4%-ით გაიზრდება. ზრდა ასევე შეეხება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და დეპუტატების ხელფასებს. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი: თვეში 17 350 ლარი, წელიწადში 208 200 ლარი; მინისტრი: თვეში 14 747 ლარი, წელიწადში 176 970 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარე: თვეში 17 350 ლარი, წელიწადში 208 200 ლარი; პარლამენტის დეპუტატი: თვეში 13 880 ლარი, წელიწადში 166 560 ლარი. მითითებული თანხები საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით არის ნაჩვენები ამის გარდა, 2027 წლის იანვრიდან იგეგმება სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების, სოფლის ექიმებისა და ექთნების, საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა, ინკლუზიური განათლების შესაბამისი უნარების მქონე მასწავლებლების, ასევე სამხედროებისა და პოლიციის თანამშრომლების ხელფასების გაზრდა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები