Haqqımızda Reklam
22 
Sen
2026
15:20
1
0
106

ძალადობითა და მუქარით ფულის გამოძალვაში ეჭვმიტანილი ორი ძმა დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და მუქარით ფულის გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. 24News.ge იუწყება, რომ დაკავებულთა შორის არიან წარსულში არაერთხელ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები — გიორგი და დავით პეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი პეიქრიშვილმა ერთ-ერთი მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში წაიყვანა და მისგან „კრიმინალური მფარველობის“ სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხა მოითხოვა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, იგი აღნიშნულ პირს მოკვლით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი თბილისში დააკავეს. სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად კი დადგინდა, რომ თბილისში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, დავით პეიქრიშვილმა და მისმა პირადმა მცველმა ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ ჯგუფურად ძალადობა განახორციელეს. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ორივე პირი დააკავეს. ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები